„მიმდინარეობს წისქვილების აქტიური მუშაობის აღდგენა“ – რა ფასად იბარებენ კომბინატები ქართულ ხორბალს?

„მიმდინარეობს წისქვილების აქტიური მუშაობის აღდგენა“ – რა ფასად იბარებენ კომბინატები ქართულ ხორბალს?

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს.

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციების და შემდგომი განვითარების შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისა და ფქვილის მწარმოებელთა მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რუსული ხორბლის საიმპორტო გადასახადის საპირწონედ რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე დროებითი 5-თვიანი გადასახადი დააწესა, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება. ამასთან, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სახელით ორი ვალდებულება აიღო – ადგილობრივი ბაზრისთვის პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრულ ფასად მიწოდების ვალდებულება, რაც პურის ფასის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა და ქართველი ფერმერებისაგან ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის სასურსათო ხორბლის მაქსიმალური რაოდენობის შესყიდვის ვალდებულება.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დღეისთვის ორივე ვალდებულების, როგორც ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრული ფასის უზრუნველყოფა, ასევე ქართული ხორბლის მოსავლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად ხორციელდება.

„მიმდინარეობს წისქვილკომბინატების მუშა პროცესების აღდგენა და ახლო მომავალში ველოდებით წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის გადამუშავების ზრდას და შემდგომ სრული სიმძლავრეებით ამუშავებას, რაც თავის მხრივ ეტაპობრივად უზრუნველყოფს ქართული მოსავლის სასურსათო ხორბლის მიღების რაოდენობრივ გაზრდას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის შესყიდვას საქართველოს ყველა რეგიონის როგორც ასოციაციის წევრი, ასევე არაწევრი წისქვილკომბინატები და ელევატორები ახორციელებენ ყველა კომპანიისა თუ ფერმერისაგან, განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი რომელიმე გაერთიანების ან ასოციაციის წევრი, თუ ხორბალს ინდივიდუალურად აბარებს.

წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის შესყიდვის ერთადერთ პირობას წარმოადგენს ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლის შესაბამისობა სასურსათო ხორბლის პარამეტრებთან (მე-3 კლასი).

რაც შეეხება ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს, ის ცვალებადია და ისტორიულად ფორმირდება და სწორდება იმპორტირებული ხორბლის შესაბამისი სასურსათო ხორბლის ხარისხებიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები). დღეის მდგომარეობით აღნიშნული ფასი 650 ლარია /ტონის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მიერ აღებულ ორივე ვალდებულების უპირობო შესრულებას – ქვეყანაში პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრული ფასით პურის ფასის შენარჩუნების, ასევე სასურსათო ხარისხის ქართული ხორბლის შეუფერხებელ რეალიზებას მთელი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…