“მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და “აწარმოე საქართველოში” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ტყავის პროდუქცია მილანში, ტყავის საერთაშორისო გამოფენა Micam & Mipel Milano 2023-ზე პირველად გამოიფინება”, – განაცხადა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტოს დირექტორმა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ტყავის პროდუქცია პირადად დაათვალიერა რუსთავის #16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ საწარმოში, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორთან თამთა დემურიშვილთან ერთად სტუმრობდა.
მიხეილ ხიდურელის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქართველ მსჯავრდებულთა ხელნაკეთ ნივთებს მსხვილი საერთაშორისო გამოფენის ათასობით ვიზიტორი იხილავს.
“მილანის ტყავის მწარმოებელთა საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 130 ქვეყანა მონაწილეობს. სააგენტო წელსაც ტრადიციულად წარდგება აღნიშნულ გამოფენაზე ტყავის მწარმოებელი ქართული კომპანიებით. თუმცა, მოხარულები ვართ, რომ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, წელს პირველად შეგვეძლება უცხოელ შემსყიდველებსა და მომხმარებლებს ჩვენი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი პროდუქცია გავაცნოთ”, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე თქმით, სააგენტო სამომავლოდ გეგმავს მსჯავრდებულთა ხელნაკეთი პროდუქცია სხვა საერთაშორისო გამოფენებზეც გაიტანოს.
მილანის საერთაშორისო გამოფენა უმსხვილესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისათვის. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს და 45 000-მდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია “რე-მარკეტის” პროდუქცია – ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.
“რე-მარკეტი” იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ, შემდგომ კი პროდუქცია წერეთლის N8-ში მდებარე რესოციალიზაციის მარკეტში იყიდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა. გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს…
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. ინფრასტრუქრურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…