მსოფლიო ბანკი წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის

მსოფლიო ბანკი წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა, სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე. ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვაში წერია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკამ მაღალი ზრდის იმპულსი შეინარჩუნა.

ამის მიუხედავად, წლის მეორე ნახევარში ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, რაც გამოწვეულია განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებისა გამო, რაც წნეხი აღმოჩნდა ეროვნული ვალუტისთვის. 

წლის მეორე ნახევარში ზრდის შემცირებას ბანკი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას უკავშირებს, რასაც ემატება ფულადი გზავნილების შემცირებული ნაკადი. 2024-2025 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 5%-მდე ვარაუდობს მსოფლიო ბანკი. ამ ზრდას ხელს შეუწყობს ტურიზმი და ინვესტიციები. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკა 2024 წელს 4.8%-ით, 2025 წელს კი 4.5%-ით გაიზრდება.

მიმოხილვაში ასევე წერია, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე ქვემოთ იქნება. 2023 წელს წლიური ინფლაცია 2.3%-ის ფარგლებში იქნება. 

“მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდება, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ხელშემწყობი აღმოჩნდება. სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებით პროგნოზი პოზიტიურია და მოსალოდნელია, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 2024 წლისთვის 45.2%, ხოლო 2025 წელს 42.1%-მდე შემცირდება. შემცირებას განაპირობებს ხელფასის ზრდა და დასაქმების ბაზრის გაუმჯობესება. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა 2023 წლის მეორე ნახევარში შემცირდება, რაც გაგრძელდება 2024 წელსაც”,- წერია მიმოხილვაში.

მიმოხილვაში წერია, რომ 2023  წლის პირველ ნახევარში ექსპორტის 19%-იანი ზრდის მთავარი ფაქტორი მანქანების რეექსპორტი იყო, რადგან ქვეყნის მძიმე მრეწველობის დარგმა მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასის გამო, გამოშვება შეამცირა. ამას გარდა, ფულადმა ნაკადებმა ძირითადად რუსეთიდან საქართველოს საგარეო პოზიცია გააუმჯობესა, ასევე გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 5.4 მილიარდ დოლარამდე, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტს მოიცავს.

მსოფლიო ბანკი ელოდება, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ომამდე ნიშნულზე დაბალი იქნება, რასაც განაპირობებს ტურიზმის აღდგენა და ექსპორტის ძლიერი მაჩვენებელი. კერძოდ, ბანკის პროგნოზით 2023 წელს დეფიციტი მშპ-თან 2.9%-ს მიაღწევს.

საქართველოსთვის მნიშვნელოვან რისკად სახელდება უკრაინაში ომი და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობა; სწრაფი შემცირება ფულადი გზავნილების, ტურიზმის აღდგენის შემცირება, განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მსოფლიო ბაზარზე პროდუქციაზე ფასი ზრდა და სხვა. 

მსგავსი სიახლეები

წელს კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კორპორაციული ემისია განხორციელდება, იგეგმება ევრობონდების გამოშვებაც – Galt & Taggart

წელს კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კორპორაციული ემისია განხორციელდება, იგეგმება…

მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ელოდებიან. როგორც საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში აცხადებენ, წელს 6 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 140 მლნ…
ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი…
2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს უწყვეტი სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება ექნება – სტრატეგია

2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს უწყვეტი სტანდარტების შესაბამისი…

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია გამოაქვეყნა. სტრატეგიაში საუბარია პრიორიტეტებზე, რომლებიც მომდევნო წლებში უნდა შესრულდეს და…