მხოლოდ იმ სოცდაუცველ ოჯახებს ვამოწმებთ, რომელთაც თავად მოგვმართეს – სოცსააგენტო

მხოლოდ იმ სოცდაუცველ ოჯახებს ვამოწმებთ, რომელთაც თავად მოგვმართეს – სოცსააგენტო

მიმდინარე წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, სოციალური შემწეობა 9 000 – ით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში სოციალური შემწეობა 660 833 ადამიანმა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი რიცხვი აგვისტოსთან შედარებით 9 208-ით შემცირდა.

ჯამში აგვისტოში 670 041 ადამიანმა მიიღო შემწეობა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ქვეყანაში მიზნობრივ სოციალურ დახმარებას [საარსებო შემწეობას] მოსახლეობის თითქმის 18% იღებს. თავისი არსით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება, რომელსაც ქვეყანაში შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ოჯახები იღებენ.

პანდემიის პერიოდში ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემოწმებაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული, რის გამოც, შემწეობის მიმღებთა ოდენობა რეკორდულად გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა მათთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხაც და მაქსიმალურ ნიშნულს აგვისტოში მიღწია [57 მლნ ლარზე მეტი].

გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი პირველ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდა. როგორც  სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ოჯახებს ამოწმებენ, რომელთაც სააგენტოს გადამოწმების თხოვნით თავად მიმართეს. მიმდინარე წელს მთავრობამ ასევე დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმება 4 წლის განმავლობაში აღარ იგეგმება.

“ამჟამად, გრძელდება მხოლოდ იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, დაიწყო იმ ოჯახების ეტაპობრივი გადამოწმება, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები და საჭიროა შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი, ვისი გადამოწმებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ან გადამოწმების შედეგების მიხედვით, შეუწყდათ სოციალური დახმარება”,-აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…