პროექტი Starring Georgia ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანას შეუწყობს ხელს – მაია ომიაძე

პროექტი Starring Georgia ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანას შეუწყობს ხელს – მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა, ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული რაოდენობის, ასევე შემოსავლების გაზრდას და ქვეყნის იმიჯის ამაღლებას.

„საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი მასშტაბური პროექტი Starring Georgia ხელს შეუწყობს ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანას, რაც შესაბამისად შემოსავლებზე აისახება. ყველა დიდი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ტარდება და განსაკუთრებით საერთაშორისო ვარსკვლავების შოუები, ქვეყნის ცნობადობაზე ძალიან პოზიტიურად აისახება. აღსანიშნავია, რომ მელომანები, როდესაც ტურნეს, ვარსკვლავს მიყვებიან და კონცერტის მიზნით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრად უფრო დიდი ხნით რჩებიან ტურისტებად“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

დაგეგმილი კონცერტების მეშვეობით შემოსავლების ზრდას ელოდება პრემიერიც. როგორც მან გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანა შემოსავლის სახით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

“წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების და მათი კონცერტები გაიმართება.
აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ საუბარი იყო თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან ჩვენ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსავლებს ველოდებით. შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონზე ლარზე საუბარი. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი”,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, Starring Georgia-ს კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:
„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
„FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
„Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“
„The Killers“ / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“
„All Day I Dream“ / 18 აგვისტო / „The Social Space“
„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…