პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა 11 თებერვლის დილას გაავრცელა.
მინისტრი, ლევან დავითაშვილი ტელეკომპანიას ,,იმედის” ეთერში ამბობს, რომ მიქაუტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ის, კერძო სექტორში ინაცვლებს.
„ეს მორიგი სიცრუე და სიყალბეა, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალება მიმართავს-ხოლმე. მსგავსი რამ არ არსებობს. რომეო მიქაუტაძემ თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა მუშაობა.
ის თითქმის, 20 წელია ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და სამინისტროში ენერგეტიკას კურირებდა. მისი სურვილი იყო, ამ ეტაპზე კერძო სექტორში გაეგრძელებინა მუშაობა. ამაზე ჩვენ გარკვეული ხანი გვქონდა საუბარი. ასე, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციებია ის, რომ მის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა ან ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება არ გვსურდა გუნდში. ეს არ იყო. პირიქით, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავითაშვილმა ,,იმედი ლაივის” ეთერში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…
ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…