რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად? – სტატისტიკა

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად? – სტატისტიკა

საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.

საქსტატი ინფლაცის ანუ სამომხმარებლო ფასების ცვლილებას, 300-ზე მეტი საქონლის ფასების შესწავლით ადგენს. ამაში შედის სურსათის; ტრანსპორტის თუ სხვა დასახელებების საქონლის და მომსახურების ფასები.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად წინა წელთან შედარებით ნოტარიუსის მომსახურება გაძვირდა, სადაც ფასის მატება 96%-ია. მეორე ადგილზეა 92%-ით ხახვის ფასი, მესამეზე კი 49%-ით სარეცხი საპონის ფასის მატება.

ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი:

1. სანოტარო გადასახდელი – 96%
2. ხახვი – 92%
3. სარეცხი საპონი – 49%
4. ასლის გადაღება – 48%
5. მშრალი ბატარეა – 43%
6. დასწრება სპექტაკლზე – 35%
7. სიმინდის ფქვილი – 35%
8. კარტოფილი – 34%
9. მწვანე ლობიო – 33%
10. მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31%.

ყველაზე მეტად გაიაფებული საქონლის ჩამონათვალი:

1. კომბოსტო – 50%
2. ბენზინი – 37%
3. ანტიბიოტიკები – 35%
4. ქლიავი – 34%
5. მზესუმზირის ზეთი – 30%
6. ბადრიჯანი – 30%
7. ნიორი – 26%
8. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 26%
9. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – 26%
10. წიწიბურა – 25%.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…