რა პირობებით გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებები? – მინისტრის განმარტება

რა პირობებით გაუნულდებათ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებები? – მინისტრის განმარტება

“30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდებათ, სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ”, – ამის შესახებ დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების წესები განმარტა.

“ორშაბათიდანვე კომუნიკაცია დავიწყეთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრებზე უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორი დარჩა კმაყოფილი, მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის შედეგადაც, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდებათ”, – ამბობს ამილახვარი.

განათლების მინისტრმა კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების წესიც ახსნა და განმარტა, რომ მათაც, ისევე როგორც საჯარო უნივერსიტეტებს, სტუდენტების დავალიანება ‘ობიექტური საბაზრო ღირებულების”, ანუ 2 250 ლარის, 20% აუნაზღაურდებათ.

“ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დასთანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ.

ჩვენი ბაზის თანახმად, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს, მოცემულ მომენტში, ფინანსური დავალიანების გამო 1000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ, რომლებსაც, ამ ეტაპზე დავალიანება ვერ გაუნულდებათ, რადგან, მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობებისა, მათ თანამშრომლობის სურვილი არ გამოთქვეს”, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

მინისტრის განმარტებით, დავალიანება გაუნულდებათ: საქართველოს მოქალაქე ყველა სტუდენტს, ვისაც 2023 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, ფინანსური დავალიანების გამო აქვთ სტატუსი შეჩერებული; სტუდენტებს, ვისი სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი; ნებისმიერი საფეხურის – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო – სტუდენტებს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკლებლივ ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია ჯამში 40 მლნ ლარის დავალიანებაზე.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…