ორი ვიცე-პრეზიდენტის წასვლის შემდეგ არის თუ არა სებ-ის საბჭო ქმედითი?

ორი ვიცე-პრეზიდენტის წასვლის შემდეგ არის თუ არა სებ-ის საბჭო ქმედითი?

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა საბჭოს შემადგენლობა დატოვეს. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული ბრძანებაა, რომელიც აწესებს გამონაკლისს საქართველოს მოქალაქეთა სანქცირების შემთხვევაში. ახალი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ 9 წევრია, თუმცა ამჟამად ის 7 პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც 4 პოზიცია აღმასრულებელ პირებს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი თუკი მასში წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია. შესაბამისად, ამჟამად საბჭო ქმედუნარიანია.

“ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა,”- ნათქვამია კანონში.

2023 წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვებს რობერტ სინგლეტერი, შესაბამისად, პარლამენტი ვალდებული იქნება აირჩიოს საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი, რათა სებ-ის საბჭო კვლავ ქმედუნარიანი იყოს. 

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…