სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 სააგენტოს ინფორმაციით, აცნობეს, მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭანტურიამ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, უწყებები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელი პირების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას დედაქალაქსა და რეგიონში არსებული სერვის -ცენტრების დახმარებით. ასევე, როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების რეგიონული წარმომადგენლების ინფორმირება ზემოხსენებული პროგრამის თაობაზე, რათა დაინტერესების შემთხვევაში, დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს კონსულტანტებმა პირველადი კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს მიკრო გრანტების პროგრამის შესახებ.

მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები აქტიურად ჩაერთვებიან მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…