ვინ დაესწრება საქართველოს მთავრობიდან კატარის ეკონომიკურ ფორუმს?

ვინ დაესწრება საქართველოს მთავრობიდან კატარის ეკონომიკურ ფორუმს?

20-22 ივნისს ქალაქ დოჰაში დაგეგმილ კატარის ეკონომიკურ ფორუმს, საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

„დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება იმას – ვინ დაესწრება კატარის ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან, დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება: საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მსგავსი სიახლეები

რის საფუძველზე ელის მთავრობა მაისში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?

რის საფუძველზე ელის მთავრობა მაისში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?

“ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის…
IDS BORJOMI International-ი მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენას აანონსებს

IDS BORJOMI International-ი მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის,…

IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ…