/ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა – გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა – გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს
2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90549 კოლოფი და 381 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 885 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 13 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 341 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით მუშაობის განსაკუთრებულ განრიგზე გადადის. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული სერვისცენტრები მუშაობას დროებით…
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი…
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრად კონტროლდება. კერძოდ,…