მსოფლიო ბაზარზე კაკაოს ფასმა რეკორდულ, 8,027 დოლარს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 193%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 36%-ით მატებას ნიშნავს.
ფასის ზრდა აფრიკის ქვეყნებში მოსავლის შემცირებითაა განპირობებული. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს.
ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე სეზონში კაკაოს დეფიციტი 375 ათასი ტონა იქნება და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ბაზარზე კაკაოს ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც პლანეტას უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში არ უნახავს. ყველაფერი ეს, ცხადია, შოკოლადსა და ტკბილეულს კოლოსალურად გააძვირებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12.6 მლნ აშშ დოლარის 3 259 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25.4%-ით აღემატება. იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი, ასეთია:
რუსეთი – 4.5 მლნ აშშ დოლარის 1 476 ტონა;
უკრაინა – 1.8 მლნ აშშ დოლარის 430 ტონა;
თურქეთი – 1.7 მლნ აშშ დოლარის 348 ტონა;
იტალია – 675 ათასი აშშ დოლარი 180 ტონა;
ხორვატია – 657 ათასი აშშ დოლარის 134 ტონა.
2024 წელს, საქართველომ ასევე შეიძინა კაკაოს 94 ათასი აშშ დოლარის 21 ტონა კაკაოს პასტა, 7.1 ათასი აშშ დოლარის 540 კგ. კაკაოს ზეთი და 799.9 ათასი აშშ დოლარის 209 ტონა კაკაო ფხვნილი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან…
2026 წლის ოქტომბერში ბიზნესსექტორში ერთწლიანი და სამწლიანი ინფლაციური მოლოდინები შემცირდა, თუმცა ხელფასების ზრდის მოლოდინი გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი მომდევნო ერთი წლის…
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.…