სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა, შემდეგ კი ბიზნესმა დასაქმებულებისთვის მაღალი ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს.
“საკმაოდ საინტერესო ვითარებაა საქართველოში, როცა ერთი მხრივ ვხედავთ შედარებით მაღალ უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მეორე მხრივ გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომელთაც სურთ დაასაქმონ. კომპანიების ნაწილი გამოცდილი კადრების დეფიციტს განიცდის.
პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის განათლების სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. მეორე საკითხი არის ტრენინგების ჩატარება, ხოლო მესამეა მაღალი ანაზღაურების ქონა, რათა ადამიანებმა საქართველოში დარჩენა არჩიონ”,-აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.
ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.
ბანკის ინფორმაციითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.…
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…