„საკონტეინერო  მოსაკრებელი” – ტვირთმფლობელებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდება?

„საკონტეინერო მოსაკრებელი” – ტვირთმფლობელებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდება?

საკონტეინერო ტვირთის მფლობელთათვის ახალი მოსაკრებელი ამოქმედდება. პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა, რომელიც „საკონტეინერო მოსაკრებლის“ შემოღებას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, საკონტეინერო მოსაკრებელი, გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი.

საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა ამავე კანონის თანახმად, განისაზღვრება, არაუმეტეს 30 ლარით. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას არ დაექვემდებარება ის კონტეინერი, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2024 წლის 1 თებერვლამდე და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე.

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი შეფასებით, ახალი მოსაკრებლის შემოღება იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ჩართულნი არიან საზღვაო გადაზიდვების განხორციელებაში, შესაძლებლობას მისცემს გადაზიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობა უზრუნველყონ.

„არსებულ ლოგისტიკური ჯაჭვი, მოითხოვს სპეციალური ტექნიკის, მათ შორის: ტრაილერების, სხვა მძიმე კატეგორიისა და სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი სიხშირით მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას. მსგავსი სახის სპეციალური ტექნიკის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება, იწვევს როგორც აღნიშნულის სისტემატურ დაზიანებას, ისე ირგვლივ მდებარე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის არსებით გაუარესებას საჭიროა შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემატური შეკეთება – განახლება“ – ნათქვამია კანონის პროექტში.

კანონპროექტის ავტორთა გათვლებით, ასეთი მოსაკრებელი თუ იარსებებდა 2022 წელს მუნიციპალიტეტები ბიუჯეტში დამატებით 14,3 მლნ ლარის მობილიზებას შეძლებდნენ.

მსგავსი სიახლეები

2026 წლიდან ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის, კერძო უნივერსიტეტებში გრანტი უქმდება

2026 წლიდან ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის,…

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი 2026 წლიდან იცვლება და 2026 წლიდან ყველა ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის, კერძო უნივერსიტეტებში გრანტი…
ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2421 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2421 ლარამდე გაიზარდა –…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 421 ლარი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,…
საქართველოს 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 5291 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 5291…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ…