საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება EBAN-ისა და სხვა ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ორგანიზებით. კონკურსის ფარგლებში, საქართველომ განაცხადი აპრილში შეიტანა და საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილს გახდება ცნობილი.

საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის განცხადებით, კონგრესის მასპინძლობა საქართველოში 500-ზე მეტ წამყვან ინვესტორსა და სტარტაპს შეკრებს. ამასთან, ადგილობრივი სტარტაპებისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ უცხოური კაპიტალის მოზიდვაში და მსოფლიო ბაზრისთვის თავიანთი იდეების წარდგენაში.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის ამჟამინდელი მასპინძელი არის ესტონეთის ბიზნეს ანგელოზთა ქსელი (EstBAN) და 2024 წლის საინვესტიციო შეკრება ესტონეთში, ტალინში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…