საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს ტურისტულ გამოფენაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ.

საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო. MATKA 2024-ზე საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულებით, ფინურთან ერთად, სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.

ჰელსინკის სამდღიან ტურისტულ გამოფენას 70-მდე ქვეყნიდან 50 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…