სებ-ი ბანკების დაჯარიმებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

სებ-ი ბანკების დაჯარიმებაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების წინააღმდეგ გატარებული საზედამხედველო ზომების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. სებ-ი აღნიშნავს, რომ მათ მიერ გუშინ გამოქვეყნებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 2021 წლის შემდეგ 11 კომერციული ბანკის წინააღმდეგ გაიცა საჯარიმო სანქცია, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა არასწორად გააშუქეს. 

“ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს რეგულარულად ამოწმებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და 2020 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა.

2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:

კომერციული ბანკი 11
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 12
საბროკერო კომპანია 5
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 32
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 3
სესხის გამცემი სუბიექტი 6
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 112

ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ სრულად, ფაქტების ცვლილების გარეშე,”- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

2023 წლის განმავლობაში სებ-მა საზედამხედველო ზომები ორი ბანკის – “ქართუს” და “ტერაბანკის” წინააღმდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად – სსფ

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა…
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.…
ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება – კალაძე

ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება,…

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “შესაბამისად, პირველ…