ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება – პრემიერი

ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერში გამარჯვება გარანტიაა, რომ პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჩინური კომპანიის მიმართ სპეკულაციები ვრცელდება, თუმცა კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო ჩინურ ტვირთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა კონსორციუმმა, გადავადებების მიუხედავად, ინვესტორის მოზიდვა ვერ შეძლო.

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიასთან დაკავშირებულ პროცესებში. მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა წლების განმავლობაში ვერ შეძლეს. შესაბამისად, ცდილობენ ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას.

ჩინური კომპანიის მონაწილეობით ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სპეკულაციები უადგილოა, ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამითაა ნაკარნახევი ანტი ჩინური კამპანია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში ჩინურმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction Company Limited-ისა და China Harbour Investment Pte-ს ჰოლდინგი ააშენებს. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…