უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა – არსებობს თუ არა რისკები ქირის საფუძველზე სესხის გაცემისას?

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა – არსებობს თუ არა რისკები ქირის საფუძველზე სესხის გაცემისას?

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს დაკრედიტებისას გრძელვადიან ტრენდთან შედარებით უძრავი ქონების გაქირავების ფასის 30%-ით გაზრდის დინამიკა გაითვალისწინონ და სესხები შემოსავლის გრძელვადიანი სტაბილურობის გათვალისწინებით გასცენ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, სების ამ გადაწყვეტილებას უფრო პრევენციული ხასიათი აქვს, რადგან ბანკები ისედაც არა კონკრეტული მომენტისთვის შემოსავალს, არამედ 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში არსებულ შემოსავალს ითვალისწინებენ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, ამიტომ ამ მხრივ საბანკო სექტორს დაკრედიტების შემცირების მოლოდინი არ აქვს.

„უფრო გრძელვადიანი გახდა ხედვა იმ მიგრანტების, ვინც ჩამოსულია საქართველოში და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იჯარების გარკვეული ნაწილი შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენაში დაექსპორტირდა, ამიტომ არ ველოდებით მკვეთრ რხევას ამ მიმართულებით ანუ მკვეთრ ცვლილებებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს რისკები იყო გათვალისწინებული იმ საკრედიტო პორტფელში, სადაც ვითვალისწინებდით ამ შემოსავალს.

აღსანიშნია ისიც, რომ ეს რეკომენდაცია არ ეხება მხოლოდ საბანკო სექტორს, მთლიანად საფინანსო სექტორს ეხება, რომელიც უფრო პრევენციული ხასიათის მგონია, ვიდრე დღეს დაინახეს ამისი რისკი, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საბანკო სექტორი“,-აცხადებს ძნელაძე.

ის, რომ გამქირავებლებმა ქირაზე არსებული ე.წ მიგრაციული მაღალი ფასი გრძელვადიანი დაგეგმვისას არ უნდა გაითვალისწინონ, ამაზე უძრავი ქონების დარგის სპეციალისტები მათ დიდი ხანია აფრთხილებდნენ. როგორც ცნობილია, მიგრანტების ძირითადი კონცენტრაცია დედაქალაქში დაფიქსირდა. უძრავი ქონების ასოციაციის წევრი ნატა მოდებაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მაშინ, როცა მაღალი მოთხოვნა იყო, ქირაზე ფასი როგორც ცენტრალურ ისე გარე უბნებში გაორმაგდა, თუმცა ახლა, როცა მიგრანტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა ან ვინც გრძელი ვადით დარჩა ქვეყანაში, უძრავი ქონება შეიძინა, რამაც მოთხოვნის კლება და შესაბამისად ქირაზე ფასის შემცირება გამოიწვია.

ის, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ იკლო, ამას ადასტურებს თიბისი კაპიტალის კვლევაც. გასულ თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 2022 წლის აპრილის მაჩვენებელს 22%-ით ჩამორჩა, იმავე პერიოდში გასაქირავებელი ფასი წლიურად 52%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით 1.6%-იანი კლება დაფიქსირდა და კვადრატულ მეტრზე 12.8 $-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი მიგნებაა ისიც, რომ ტრანზაქციების მნიშვნელოვანი კლების ფონზე ბაზრის ზომა აპრილში წლიურად 23%-ით არის შემცირებული და 200 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…