ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

ამასთან, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის  გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ  შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების  გადაჭრის გზები.

მსგავსი სიახლეები

როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახური 9-13 აპრილს? – განრიგი

როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახური 9-13 აპრილს? – განრიგი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით მუშაობის განსაკუთრებულ განრიგზე გადადის. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული სერვისცენტრები მუშაობას დროებით…
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა – გადაზიდვის 1239 ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს…

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 90549 კოლოფი…
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 22:05 საათზე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსული დროშის ქვეშ მცურავი…