შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი არის ქართული ინიციატივა – ღარიბაშვილი

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი არის ქართული ინიციატივა – ღარიბაშვილი

რამდენიმე კვირის წინ მე ვიყავი რუმინეთში, ბუქარესტში, ეს არის ჩვენი ინიციატივა, ქართული ინიციატივა მეგობრებო. შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის, ისტორიული, რომელიც რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგო უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას, რაც ბუნებრივია შემდეგ აისახება ქვეყანაზე და ხალხზე.

“მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტის დაწყება. რამდენიმე კვირის წინ მე ვიყავი რუმინეთში, ბუქარესტში, ეს არის ჩვენი ინიციატივა, ქართული ინიციატივა მეგობრებო. შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი. ამ პროექტის თაობაზე მე მქონდა საუბარი შარშან, ბრიუსელში. როდესაც ერთ-ერთი ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში და მაშინ წარვადგინეთ ერთ-ერთ “ფლეგშიფ” პროექტად, როგორც იტყვიან.

სწორედ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან ბუნებრივია რუმინეთთან რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ შემდეგ უკვე ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად, დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე, მოგეხსენებათ რომ ამ პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა, ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი და მიგვაჩნია რომ ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის, ისტორიული, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას, პროექტი რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ. და ბუნებრივია შემდეგ ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს – კობახიძე

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო…

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება…

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…