ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა შეუწყობს ხელს საერთო რეგიონალურ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიების პოტენციალის გამოყენებაზე. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველომ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა რეგიონული, გლობალური გამოწვევის მიუხედავად“, – განაცხადა პრემიერმა და მთავრობის წარმატების ერთ-ერთ მაჩვენებლად ეკონომიკური ზრდის ტემპის დადებითი მაჩვენებლების შენარჩუნება დაასახელა.
პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…