წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.
მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო.
„გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო. ამაზე ჩვენ გვქონდა პანელური დისკუსიებიც და შეხვედრებიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებთან, რა თქმა უნდა, ეს აქტუალობას არც 2024 წელს არ კარგავს და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. ეს იქნება აქტუალური საკითხი მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ წლებშიც. გვექნება არაერთი შეხვედრა და დიალოგი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეებთან. წლევანდელი დავოსის ფარგლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებითაც წამყვან მოთამაშეებთან ინტენსიური შეხვედრები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…