ღარიბაშვილმა TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მოიწვია

ღარიბაშვილმა TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს – იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.

იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

მთავრობის მეთაურმა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელი საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში მიიწვია.

კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბუ დაბის საამიროს ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებაში. კომპანია ელექტროენერგიისა და წყლის მნიშვნელოვან წილს აწარმოებს და აქტივები არაერთ ქვეყანაში აქვს, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ნიდერლანდებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთის სამეფოში, ომანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანიის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3.67 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ 43% -იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…