წელს ქვეყანამ $76,2 მილიონის შოკოლადი იყიდა – მთავარი ბაზარი რუსეთია

წელს ქვეყანამ $76,2 მილიონის შოკოლადი იყიდა – მთავარი ბაზარი რუსეთია

2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანამ საიმპორტო ბაზრებზე 76,2 მილიონი დოლარის ღირებულების, 18,8 ათასი ტონა შოკოლადის და კაკაოს შემცველი სხვა მზა პროდუქტები იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი მოცულობისგან განსხვავებით ღირებულებაში მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც პროდუქტის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. გასული წლის 11 თვეში იმპორტი $65,7 მილიონს [18 ათასი ტონა] შეადგენდა.

საქართველო შოკოლადის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ახორციელებს. მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ რუსეთში 24,6 მილიონი დოლარის ღირებულების, 7,680 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი სხვა მზა პროდუქტები იყიდა. მთავარ საიმპორტო ბაზრებს შორის არიან უკრაინა და თურქეთი.

ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადს და კაკაოს შემცველ მზა პროდუქტებს ყიდულობს:

რუსეთი – $24,6 მილიონი [7,680 ტონა]

უკრაინა – $9,5 მილიონი [2,604 ტონა]

თურქეთი – $8,4 მილიონი [1,942 ტონა]

პოლონეთი – $6,4 მილიონი [1,442 ტონა]

ბელგია – $4,7 მილიონი [1,015 ტონა]

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს საქართველოდან შოკოლადის და კაკაოს შემცველი სხვა მზა პროდუქტის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. თუ გასული წლის 11 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 4,1 მილიონი დოლარის ღირებულების, 992 ტონა პროდუქტი გავყიდეთ, წელს ეს მაჩვენებელი 7,3 მილიონ დოლარამდე [1, 351 ტონა] გაიზარდა.

ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადის და კაკაოს შემცველ მზა პროდუქტებს ყიდის:

სომხეთი – $2,7 მილიონი [501 ტონა]

ირანი – $1,7 მილიონი [301 ტონა]

აზერბაიჯანი – $1,3 მილიონი [283 ტონა]

უზბეკეთი – $1,1 მილიონი [205 ტონა]

საუდის არაბეთი – $134 ათასი [38 ტონა]

 

საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორისაა რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა-ფასო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…