გაჭიანურებული სასამართლო დავები წლებია საქართველოში ერთ-ერთია იმ გამოწვევებიდან, რომელსაც ინვესტორები ასახელებენ. ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ინვესტორებისთვის არც თუ ისე კარგი გზავნილია, მაგრამ წლიდან წლამდე ხელშესახები ცვლილებები მაინც არ ჩანს.
როგორც GLCC Law Firm-ის პარტნიორი შალვა ცხაკაია აცხადებს, ინვესტორები სასამართლო დავის დაწყებამდე ხშირად კითხულობენ ვადებს, რისი დასახელებაც არსებული გარემოებების გათვალისწინებით წინასწარ რთულია. მისი თქმით, სასამართლო დავების ვადების გაჭიანურება საქართველოში უკვე ნორმად არის ქცეული, თუმცა მისი განმარტებით, პრობლემები არ აკლია არც გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილს.
“ფაქტობრივად ჩვენთან როდესაც ბიზნესი მოდის, რომელსაც სასამართლო დავა სჭირდება, მას გარკვეული განჭვრეტადობისთვის სურს იცოდეს რა ვადებთან და რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. სამწუხაროდ, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენს სასამართლოშია, დადგინდა ეს ვადები, რომელიც გვიწევს, რომ ჩვენ ვუთხრათ ინვესტორს ხშირად მიუღებელი და არაპრაქტიკული მათია საქმიანობისთვის. გაჭიანურებული საქმეები ძირითადად ორივე მოდავე მხარეს ურტყამს.
შეუძლებელია იმის განჭვრეტა ვინ რა სახის ზიანს მიიღებს, მხოლოდ იმის გამო რომ გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნას მიღებული. მეორე საკითხია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, რადგან 2-3 არის შემთხვევები 5 წლის შემდეგ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ იურიდიული ინტერესიც იკარგება ინვესტორის მხრიდან და მისი აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელიც ხდება. ასეთი შემთხვევებიც ბევრია.”-ამბობს GLCC Law Firm პარტნიორი შალვა ცხაკაია.
2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…