2025 წლიდან პრემიერის და მინისტრების ხელფასები გაიზრდება – “ოცნების” ინიციატივა პარლამენტშია

2025 წლიდან პრემიერის და მინისტრების ხელფასები გაიზრდება – “ოცნების” ინიციატივა პარლამენტშია

საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებები მნიშვნელოვნად გაიზრდება – ამას ითვალისწინებს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების” დეპუტატები რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით მათიკაშვილი არიან. ისინი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. არსებული მდგომარეობით, პრემიერ-მინისტრის ხელფასი წელიწადში 41,000 ლარია (თვეში 3,416 ლარი), ხოლო მინისტრის ხელფასი წელიწადში 66,000-81,000 ლარია (თვეში 5,500-6,750 ლარი). განახლებული კოეფიციენტებით პრემიერ-მინისტრის ხელფასი 119,000 ლარით, 159,000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მინისტრების ანაზღაურებები კი გაორმაგდება და 135,000 ლარი გახდება.

კანონპროექტის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული. მაგალითად პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, მინისტრისთვის – 8.5, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილისთვის – 7.5, სხვა მოადგილეებისთვის კი 7.25. ანაზღაურების დათვლის ახალი წესი 2025 წელს უნდა ამოქმედდეს.

საჯარო სამსახურში საბაზო ანაზღაურების ყოველწლიური გადახედვისას ავტომატურად განახლდება ყველა იმ თანამდებობის პირის ანაზღაურებაც, რომელთა ხელფასიც საბაზო ანაზღაურების ნამრავლზე არის დამოკიდებული.

2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,330 ლარის ოდენობით განისაზღვრება, შესაბამისად, ამ ხელფასის 10-ის გამრავლებით პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, ანუ წელიწადში 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი – 11,305 ლარი, ანუ წელიწადში 135,660 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში – 9,975 ლარი, ანუ წლიურად 119,700 ლარი, ხოლო რიგითი მოადგილის ხელფასი 9,642 ლარი თვეში ანუ წელიწადში 115,710 ლარი.

თანამდებობის პირი

კოეფიციენტი

ხელფასი წელიწადში

ზრდა არსებულთან შედარებით

პრეზიდენტი10159,600 ლარი;ზრდა 75,380 ლარი;
პრემიერ-მინისტრი10159,600 ლარი;ზრდა 118,600 ლარი;
მინისტრი8.5135,660 ლარი;ზრდა 54,680-დან 69,660 ლარამდე
პირველი მოადგილე7.5119,700 ლარი;ზრდა 36,700-დან, კლება 17,000-მდე
მინისტრის მოადგილე7.25115,710 ლარი.ზრდა 49,710-დან, კლება 5,290-მდე

კალკულაცია გაკეთებულია 1,330 ლარის საბაზო ხელფასისთვის. უმეტეს სამინისტროებში მოადგილეების ანაზღაურებები ახალი კოეფიციენტების შესაბამისად დაახლოებით 50 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ორ სამინისტროში ახალი კოეფიციენტების შემოღება მინისტრის მოადგილის ხელფასს შეამცირებს.

იქიდან გამომდინარე რომ მთავრობა საჯარო მოხელის საბაზო ანაზღაურების გადახედვას ყოველწლიურად გეგმავს, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების ხელფასებიც ავტომატურად გადაიხედება. მაგალითად, თუკი საბაზო ხელფასი 2025 წლისთვის 1,400 ლარით განისაზღვრება (წლევანდელთან შედარებით საბაზო ანაზღაურების 70 ლარით ზრდა) მაშინ პრემიერ-მინისტრის ხელფასი თვეში – 14,000 ლარს, ხოლო წელიწადში კი 168,000 ლარს გაუტოლდება, მინისტრის ანაზღაურება კი თვეში – 11,900 ლარს ანუ წელიწადში 142,800 ლარს.

შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ხელფასი 120,000 ლარით გაიზრდება, ხოლო მინისტრების თანამდებობრივი სარგო კი, გაორმაგდება.

 

როგორია პრემიერის, მინისტრების და მოადგილეების ხელფასები ამჟამად:

არსებული სახელფასო პრაქტიკა ალოგიკური თანაფარდობით მოქმედებს, რადგანაც მინისტრების წლიური ხელფასები 66-81 ათასი ლარის ფარგლებში ნაწილდება, ხოლო პრემიერ-მინისტრის წლიური ანაზღაურება მხოლოდ 41 ათასი ლარია, რაც მინისტრის საბაზო ხელფასზე 25 ათასი ლარით ნაკლებია.

ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ მინისტრის მოადგილეების ანაზღაურებები მინისტრის ანაზღაურებაზე მაღალია, რაც ასევე არალოგიკურ სახელფასო თანაფარდობაზე მეტყველებს. ზოგიერთ სამინისტროში მინისტრის მოადგილის ხელფასი მინისტრის ხელფასს 55 ათასი ლარითაც აღემატება და 137 ათას ლარს აღწევს.

რატომ აქვთ მოადგილეებს მინისტრებზე მაღალი ანაზღაურება – მთავრობის სახელფასო პოლიტიკა

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…