პარლამენტში თუთუნზე აქციზის განახევრების ინიციატივა დარეგისტრირდა

პარლამენტში თუთუნზე აქციზის განახევრების ინიციატივა დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის და ამავე კომიტეტის სხვა წევრების ინიციატივით პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც თუთუნზე აქციზური განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება მეთამბაქოეობის ადგილობრივ ინდუსტრიაზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა ის ასევე შემცირდება იმპორტული ნედლეულისთვისაც.

“საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 314 ტონა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება დგას გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი უტოლდება დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გათანაბრდა უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი, მზარდი ტენდენციით ხასიათდება არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა. შესაბამისად, ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს.

კანონპროექტის მიღება განპირობებულია თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე აქციზის განაკვეთის შემცირების აუცილებლობით.

თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე აქციზის განაკვეთის შემცირების შედეგად მოსალოდნელია ბაზარზე არალეგალური პროდუქტის ლეგალურით ჩანაცვლება, დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თუთუნის ღირებულების შემცირება და მეთამბაქეობის სექტორისთვის ჯანსაღი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი აქციზიდან, რადგანაც 2023 წელს ამ კატეგორიის ნედლეულის იმპორტმა 832,168 კილოგრამი შეადგინა, რაც შესაბამისად 49 930 094 ლარით დაიბეგრა.

“ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 24 965 047.2 ლარით. თუმცა, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…