5G აუქციონი დასრულდა – ახალ ტექნოლოგიას “სელფი მობაილი” დანერგავს

5G აუქციონი დასრულდა – ახალ ტექნოლოგიას “სელფი მობაილი” დანერგავს

კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. აუქციონის ფარგლებში, ComCom-მა “სელფი მობაილი” N18, N19 და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც, კომპანიას 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება. აღნიშნული ლოტების საფასურმა 226 800, 226 800 და 1 386 000 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოსაპოვებლად კი, “სელფი მობაილს” განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ოპერატორს აუქციონის მეშვეობით მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის, გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.

5G აუქციონზე, “სელფი მობაილი” ასევე N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს. კომბინირებული ლოტის საფასურმა სულ 2 657 445 ლარი შეადგინა და ცალკემდგომი ლოტების მსგავსად, კომპანიამ ერთი თვის ვადაში, თანხის 30% უნდა დაფაროს.

კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ და 20 ცალკემდგომ ლოტზე გამოაცხადა. აუქციონში კი მონაწილეობა მხოლოდ “სელფი მობაილმა” მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინა. შეგახსენებთ, რომ  თავდაპირველად, მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად, ოპერატორებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, საკუთარ ქსელზე MVNO ოპერატორი დაეშვათ, რისთვისაც კომპანიები დამატებით ფასდაკლებას მიიღებდნენ. კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე, იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ შეფერხებულიყო, ComCom-მა ერთ კომბინირებულ და ორ ცალკემდგომ ლოტზე აუქციონი MVNO ვალდებულების გარეშე გამოაცხადა.

5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. 

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…