Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ დოლარს მიაღწევს.
საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მარტში ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელდა.
“სებ-ის მიხედვით, 2026 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 9.8%-ით გაიზარდა 320.6 მლნ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 17.1%-იანი ზრდის შემდეგ.
ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.0%, მთლიანის 46.9%), აშშ-დან (+10.9%, მთლიანის 19.0%), ისრაელიდან (+25.2%, მთლიანის 8.4%) და თურქეთიდან (+33.9%, მთლიანის 3.6%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა მხოლოდ ყაზახეთიდან (-2.3%, მთლიანის 2.0%). ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და 898.6 მლნ დოლარი შეადგინა”, – აღნიშნული Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან ექნება, რაც ინფლაციის…
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…