2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის – Galt & Taggart

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის – Galt & Taggart

Galt & Taggart-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი – 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის.

Galt & Taggart-ი წერს, რომ მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო.

ამასთან აღსანიშნია, რომ 2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. დოკუმენტის თანახმად, 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით.

რაც შეეხება მოთხოვნას, მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე, ინფლაციის პროგნოზი კი 4.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე, ინფლაციის პროგნოზი…

Galt&Taggart-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია შეფასებაში, რომელიც სიანვესტიციო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა. აქამდე არსებული პროგნოზით,…
Galt & Taggart-ის პროგნოზით, ირანში ომის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი

Galt & Taggart-ის პროგნოზით, ირანში ომის გამო სამშენებლო მასალების…

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასების ზრდაა მოსალოდნელი.  კვლევის მიხედვით, ამ პროცესის ერთ-ერთი განმაპირობებელი…
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8 მილიარდს მიაღწევს

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები $3.8…

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ დოლარს მიაღწევს. საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ…