საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი იმ ფაქტორებს ასახელებს, რის გამოც მომავალ წელს ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4%-მდე ამცირებს.
მისივე შეფასებით, მსოფლიოში გაურკვევლობა ძალიან მაღალია.
“ოქტომბერში, საქართველოსთან მიმართებით ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 4% იყო, რაც უცვლელი რჩება. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, ველით გარკვეულ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია მიგრაციასთან და ასევე სხვა ფაქტორებთან. ვგულისხმობ გართულებულ გარემოს მსოფლიოში, ასევე მსოფლიო ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსურ ვითარებას. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2023 წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით.
საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში 2024 წლიდან 5%-იან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით”, – განაცხადა მან.
მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული IMF-ის ანგარიშით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, თუმცა 11 ოქტომბერს ორგანიზაციამ ზრდა 4%-მდე შეამცირა.
14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…