„OECD-ის ინდექსში ქულის გაუმჯობესება, საინვესტიციო კლიმატსაც გააუმჯობესებს“ – ჯორჯ ველტონი

„OECD-ის ინდექსში ქულის გაუმჯობესება, საინვესტიციო კლიმატსაც გააუმჯობესებს“ – ჯორჯ ველტონი

„არ ვიცი, რა ხარისხით ითვალისწინებენ ინვესტორები – ზოგადად – OECD-ის ინდექსს. ოფიციალურად, მას ძალიან სპეციფიკური დატვირთვა აქვს: ამ ინდექსს ძირითადად ქვეყნის ექსპორტის საკრედიტო ეროვნული სააგენტოები იყენებენ, როცა იღებენ გადაწყვეტილებას დააკრედიტონ თუ არა ექსპორტი. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია“ – ასე განმარტა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა OECD-ის ის შეფასება, რომელიც ქვეყნების რისკის დონეს ადგენს.

OECD ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების რისკის დონესთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქვეყნები 0-დან 7-მდე კატეგორიით ფასდებიან, სადაც 0 საუკეთესო ქულაა, ხოლო 7 ყველაზე დაბალი. 2007 წლიდან მოყოლებული ამ ანგარიშში საქართველოს შეფასება უცვლელია და ის 6 ქულას შეადგენს. ანალოგიური ქულა აქვს საქართველოსთან შედარებით ერთ მოსახლეზე მშპ-ის უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, ბენინს, ბუტანს, ნეპალს, ტანზანიას, ანგოლას, სვაზილენდს, პაპუა ახალ გვინეასა და სხვებს. შედარებისთვის, თურქეთის კატეგორია საქართველოზე დაბალია და 7-ს შეადგენს, აზერბაიჯანის შეფასება კი საქართველოზე ორი საფეხურით მაღალია და ის 4-ს შეადგენს. უკრაინას და რუსეთს თურქეთის ანალოგიურად მე–7 კატეგორია აქვთ მინიჭებული. ყაზახეთს და უზბეკეთს კი მე–5 კატეგორია. აღმოსავლეთ ევროპაში ბულგარეთისა და რუმინეთის კატეგორია არის 3, მოლდოვის – 7, სერბეთის – 4, ხორვატიის – 3, ალბანეთის კი – 5 ქულა.

რეიტინგში საქართველოს დაბალმა ქულამ ამერიკის სავაჭრო პალატის რამდენიმე ინვესტორს სესხი გაუძვირა. მათ კითხვებით პალატას მიმართეს, პალატამ კი საკითხი 14 ივლისის ინვესტორთა საბჭოზე დააყენა. შედეგად, ინვესტორთა საბჭოს ოქმში ჩაიწერა, რომ „ამჟამად საქართველო მეექვსე კატეგორიაშია. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუძლია, შეამციროს რისკ პრემიუმის განაკვეთი და პროექტების დაფინანსების ღირებულება“.

ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან დეტალურად განმარტა თუ რა პრობლემას უქმნის ინდექსში საქართველოს დაბალი ქულა ინვესტორებს. „თუ თქვენ მაგალითად საქართველოში ფიზიკური აღჭურვილობის დიდი რაოდენობით ექსპორტს ეწევით, შეგიძლიათ ისესხოთ თანხა ამ პროდუქციის იმპორტისთვის უფრო იაფად, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოახერხებდით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ჰესების მშენებლებისთვის, სასტუმროს მფლობელებისთვის – დიდი ინვესტიციების შემთხვევაში, რადგან ინვესტირების ხარჯი იაფდება, ინვესტირება მარტივდება და მეტი და მეტი ინვესტირებისთვის ჩნდება მოტივაცია“ – განმარტავს ჯორჯ ველტონი.

ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ თუ ინდექსში ეს ქულა გაუმჯობესდება, ეს საინვესტიციო კლიმატსაც გააუმჯობესებს – „მაგრამ არა იმიტომ, რომ ინვესტორები ამ ინდექსსაც ზუსტად ისე აღიქვამენ როგორც მაგალითად, Fitch–ის ან Moody’s–ის რეიტინგებს – ამბობს ჯორჯ ველტონი „ანალიტიკა“–სთან – ინვესტორები OECD-ის ინდექსის მიხედვით, არ იღებენ გადაწყვეტილებას, დააბანდონ თუ არა საკუთარი ინვესტიცია საქართველოში. მაღალი ქულით ამ რეიტინგში მათთვის ქვეყანაში ინვესტირება გაიაფდება“.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…