OPEC-ის წევრ სახელმწიფოების შორის უთანხმოება გრძელდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, საკვანძო საკითხი ნავთობის მიწოდების მოცულობას უკავშირდება, რაზეც კარტელის წევრები ჯერაც დავობენ და არის იმის შანსი, რომ საკითხი 30 ნოემბრამდე, ანუ საბჭოს ოფიციალურ შეხვედრამდე ვერ მოგვარდეს.
როგორც ირკვევა, განხეთქილებას ორი დაპირისპირებული მხარე განაპირობებს, ერთ მხარეს არიან საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია, მეორე მხარეს კი – ნიგერია და ანგოლა. არაბეთი მოითხოვს, რომ ნავთობის მიწოდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც არ გაიზარდოს და ენერგეტიკულ ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შენარჩუნდეს, ნიგერია კი ამტკიცებს, რომ ამ პოლიტიკით აფრიკული სახელმწიფოები ზიანდებიან, რომელთაც ენერგორესურსები უძვირდებათ და თან ისინი თავიანთი პროდუქციის რეალიზებას სათანადოდ ვერ ახერხებენ.
წესით, OPEC-ის საბოლოო გადაწყვეტილება 30 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა არის იმის შანსი, რომ შეხვედრა კიდევ ერთხელ გადაიდოს ან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…