ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა – რომელ რეგიონშია იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი?

ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა – რომელ რეგიონშია იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი?

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი აქვეყნებს.

კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ინდექსის ზრდამ თვიურ ჭრილში (ოქტომბერთან შედარებით) 5.5% შეადგინა, წლიურად კი (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრილში მიმდინარე თვეს ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, განსაკუთრებით კი – ყველზე.

ყველი – +8.3%

საფუარი – +5.9%

კარაქი – +3.5%

რძე – +2.6%

ფქვილი – +0.4%

კვერცხი – +0.3%

მიმდინარე თვეს ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისში 14.3%-ით და თელავში 12.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი – 6.66₾ – ქუთაისში, ყველაზე იაფი – 6.39₾ – კი ბათუმში ჯდება.

ISET-ის ცნობით, წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო.

მსგავსი სიახლეები

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას…

Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის…
ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან…
სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით, დამატებით, 8 ავიარეისს ნიშნავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები…