საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში  დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა დავით IV
აღმაშენებლის – „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და
შაჰანშა“; „მახვილი მესიისა“ – 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო
კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და
საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი გახლდათ.
ფრიად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი მოხსენებით – „დავით აღმაშენებელი –
კავკასიის შემკრები (გამაერთიანებელი)“ – გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
ღონისძიება დალოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა.
დამსწრეთა შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სურამისა და ხაშურის
ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი, საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
რექტორი გიორგი ზვიადაძე,  საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია
პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი,
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, აკადემიის
წევრები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
საინტერესო მოხსენებებით მსმენელის წინაშე წარსდგნენ: აკადემიკოსი ჯაბა
სამუშია („დავით აღმაშენებლის ეპოქის სამხედრო ხელოვნება“), პროფესორები:
ბუბა კუდავა („დავით აღმაშენებელი – ნაკლული ბიოგრაფია“),  მიხეილ ბახტაძე
(„რამდენიმე მოსაზრება ხელმეორედ მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით, XI-XII
საუკუნეები“),  სერგო ვარდოსანიძე („დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკა“)
და ისტორიის დოქტორი, ნუმიზმატი მაია პატარიძე („დავით აღმაშენებლის
ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა“).
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
თაოსნობით,  დიდი ქართველი პოლიტიკოსის, კავკასიის გამაერთიანებლის, წმინდა
დავით IV  აღმაშენებლის წლად გამოცხადდა, რაც დიდი სტიმული იქნება ქართველი
საზოგადოებისთვის  ამ საიუბილეო თარიღის ფართოდ აღსანიშნავად.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…