ენტონი ბლინკენი – აშშ მხარს უჭერს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს, ვესაუბრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნატო დისკუსიის, შესაძლო განსხვავებებზე საუბრის ადგილია, მჯერა, მიაღწევენ კონსენსუსს

ენტონი ბლინკენი – აშშ მხარს უჭერს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს, ვესაუბრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნატო დისკუსიის, შესაძლო განსხვავებებზე საუბრის ადგილია, მჯერა, მიაღწევენ კონსენსუსს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შვედეთი და ფინეთი ნატო-სა და აშშ-ის ახლო, ღირებული პარტნიორები არიან.

მისივე თქმით, აშშ აქტიურად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის წევრობის განაცხადს.

„პატივს ვცემთ მათ ნებისმიერ გადწყვეტილებას. მხარს ვუჭერთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, პოლიტიკა და უსაფრთხოების ზომები. ვისაუბრეთ მადრიდის სამიტზე. ნატო გამოაქვეყნებს უსახფრთხოების ახალ კონცეფციას, თუ როგორ გააძლიერებს ალიანსი ტრანს-ატლანტიკურ უსაფრთხოებას პრეზიდენტ პუტინის აგრესიის, ასევე სხვა მზარდი საფრთხეების ფონზე. უსაფრთხოების ძალისხმევა მიმართული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასამაგრებლად და თავდაცვის პარტნიორობის გასაძლიერებლად რეგიონს მიღმა, მაგალითად, ავსტრალიასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ახალ ზელანდიასთან. მადრიდში ყველა მათგანი წარმოდგენილი იქნება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რაც შეეხება ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას, ბლინკენის განმარტებით, ნატო არის დისკუსიის, შესაძლო განსხვავებებზე საუბრის ადგილი და სჯერა, რომ ისინი კონსენსუსს მიაღწევენ.

„გუშინ ვესაუბრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. როდესაც საქმე ეხება ფინეთსა და შვედეთს, მათ პოტენციურ წევრობას ნატო-ში, ეს არის პროცესი. ნატო არის დიალოგის და დისკუსიის, შესაძლო განსხვავებებზე საუბრის ადგილი. მჯერა, რომ ისინი კონსენსუსს მიაღწევენ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

„თვალყურს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? – ნავთობიმპორტიორთა…

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებსა და სამეზობლოში საწვავის ფასის შემცირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გაერთიანების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95…
უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა – არსებობს თუ არა რისკები ქირის საფუძველზე სესხის გაცემისას?

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა – არსებობს თუ არა…

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს…
“შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს”- ეროვნული ბანკი

“შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს”- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ. “მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის…