უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღი და სხვა სახის დახმარება გზაშია. – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ “ტვიტერზე” დაწერა.
“ბერლიში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შევხვდი. დამატებითი იარაღი და დახმარების სხვა ნაწილი გზაშია. შევთანხმდით რომ უკრაინის საექსპორტო საქონელი აფრიკასა და აზიაში მომხმარებლამდე მივა და ამაზე ერთად ვიმუშავებთ. სტაბილური მხარდაჭერისთვის სახელმწიფო მდივნისა და აშშ-ს მადლიერები ვართ”, – წერს კულება “ტვიტერზე”.
ბერლინში, სადაც კულებასა და ენტონი ბლინკენი შეხვედრა გაიმართა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ფინეთი ალიანსის წევრობის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…