ველით ევროკომისიის კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – ირაკლი ღარიბაშვილი

ველით ევროკომისიის კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – ირაკლი ღარიბაშვილი

ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა საერთო ძალისხმევის შედეგია და მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა.

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის – ასე ვიტყოდი, რომ – განმსაზღვრელ მომენტს ხდება. ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რაც გასულ წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.

ამდენად, კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…