შსს: საზღვარზე შემომსვლელი რუსების რაოდენობა შემცირდა

შსს: საზღვარზე შემომსვლელი რუსების რაოდენობა შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში შემომსვლელი რუსების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

“სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე- შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.

ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალში” სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

16 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას საქართველო-რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობის წარმოშობა მოყვა. შსს-ს განცხადებით, ამჟამად ეს ნაკადი შემცირებულია.

მსგავსი სიახლეები

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა – კობახიძე

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა –…

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. „მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების და ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი იმ…
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, დეტალები შეთანხმდა და მალე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი – კობახიძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, დეტალები შეთანხმდა და მალე გაეშვება რკინიგზის…

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში…