კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარი თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშემ ფურკან კორკმაზმა გააკეთა.

 

“თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ იმისა, რაც მოხდა. მე და სანაძე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით  და მან შეურაცხყოფა მომაყენა. ამის უფლებას არავის არ მივცემ. თამაშისას ასეთი რაღაცები ხდება, ეს მისი ნაწილია, რაღაცაც ამბობ და პასუხობ, მაგრამ რაც მან მითხრა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი. რეაგირება მქონდა როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს.

 

გვირაბში გასახდელისაკენ ჩვენი სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი, სამი ქართველი კალათბურთელი ორ პოლიციელთან ერთად დავინახე, რომლებიც ჩვენსკენ მორბოდნენ.
 
ერთმანეთს მუშტები ვურტყით. ეს ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, არც გვილაპარაკია. როგორც მამაკაცები ჩვენ თავდაცვას ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სამსახურის პრობლემაა. არ ვიცი, შეიძლება ისინი თავიანთი მოთამაშეების მიმართ ლოიალურები იყვნენ. ჩვენ გვესმის, რომ ისინი სახლში არიან, თუმცა ეს დაუშვებელია”.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…