“გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოცდახმარება შეუწყდა” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

“გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოცდახმარება შეუწყდა” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

“დღეისათვის, გადამოწმებული გვყავს, დაახლოებით, 32 000 ოჯახი და ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე – გადამოწმებული ოჯახების ნახევარს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს საარსებო შემწეობა შეუწყდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს, გადამოწმებული ოჯახების ნაწილი აღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდა.

„როდესაც ჩვენ მიმდინარე წლის თებერვალში სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დავიწყეთ, ბაზაში იყო დაახლოებით, 158 ათასი ოჯახი. აქ საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც იღებდნენ საარსებო შემწეობას. ეს იყო 700 ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ გადამოწმება დავიწყეთ 20 თებერვლიდან. დღეისთვის გვყავს გადამოწმებული, დაახლოებით, 32 000 ოჯახი და ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე.

ნაწილმა დაძლია სიღარიბე და ამ წუთას ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა. დაწყებული გადამოწმებების ფონზე, ამ წუთის მონაცემებით, მათ ნახევარს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს შეუწყდა საარსებო შემწეობა“, – განაცხადა ირინა წაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება

2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ ბიუჯეტი…
ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული“

ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195…

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ სამუშაოებს, ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს. იმ შემთხვევაში კი,…