ვატოპედის მონასტრის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

ვატოპედის მონასტრის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 სტუდენტს ათონის წმინდა მთის
ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი სწავლის საფასურს
დაუფინანსებს. ამის შესახებ არქიმანდრიტმა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც თსუ-ის
რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვატოპედის მონასტრის დელეგაციის წევრები,
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-
მასწავლებლები ესწრებოდნენ. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო  –
„რატომ ვერ ვხედავთ ღმერთს?“ შეხვედრის ბოლოს არქიმანდრიტმა კითხვებს
უპასუხა. ამასთან ერთად, არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადმოსცა.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, არქიმანდრიტი ეფრემი თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე მესამედ სტუმრობს. „ეს არის ვატოპედის
მონასტრის წინამძღვრის მამა ეფრემის მესამე ვიზიტი თსუ-ში. ძალიან საინტერესო
დისკუსია გაიმართა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან სხვადასხვა
მნიშვნელოვან საკითხზე. გარდა ამისა, მამა ეფრემმა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადმოსცა, ჩვენს 10 სტუდენტს კი სწავლას
დაუფინანსებს,“ – განაცხადა თსუ-ის რექტორმა.
ათონელი მამები (ვატოპედელები), არქიმანდრიტ ეფრემის ხელმძღვანელობით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2011 და 2018 წლებში სტუმრობდნენ.
გასულ წლებში თსუ-ის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან
გამართული შეხვედრების მთავარი თემა „ათონის მთა და ქართველობა“ იყო.
„რატომ ვერ ვხედავთ ღმერთს?“ დღეს ძალიან აქტუალური თემაა, რაზეც
სტუდენტებთან გვქონდა საუბარი. რადგან ასე დავმეგობრდით თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გადავწყვიტეთ 10 სტუდენტს ყოველწლიურად
სწავლის საფასური დავუფინანსოთ,“ – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის და ათონის წმინდა მთის ვატოპედის
მონასტრის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყო და 22
სექტემბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში
არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერებიც.
მოამზადა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…