რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

რა ღირს საწვავი ევროპის და მეზობელ ქვეყნებში? – ნავთობიმპორტიორთა კავშირი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ევროპის ქვეყნებსა და სამეზობლოში საწვავის ფასის შემცირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გაერთიანების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი 1 ლიტრზე 1.49 ევროთი, დიზელის საწვავის საშუალო ფასი 1 ლიტრზე 0.01 – 1.39 ევროთი შემცირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში გახლავთ. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს 25-30%-ით აღემატება.

31 მაისის მდგომარეობით:

ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 1.97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.12 ევროს, დიზელის საწვავი – 1,66 ევროს შეადგენს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი – 1,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,10 ევროს, დიზელის საწვავი – 1,63 ევროს შეადგენს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი – 1.90 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2,00 ევროს, დიზელის საწვავი – 1,78 ევროს შეადგენს;

კავშირში აცხადებენ, რომ ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია: A-92 მარკის ბენზინი – 0,56 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,60 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,72 ევრო, დიზელის საწვავი – 0,69 ევროს შეადგენს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,91 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.81 ევროს , დიზელის საწვავი – 1.09 ევროს;

აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,54 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,10 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1,26 ევრო; დიზელის საწვავი – 0,44 ევროა;

უკრაინაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,09 ევროა, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,14 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1.21 ევრო, დიზელის საწვავი – 1,10 ევროა;

თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,01 ევროს, დიზელის საწვავი – 0,90 ევროს.

მოლდავეთში – A-92 მარკის ბენზინი – 1,21 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,23 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1,54 ევრო, დიზელის საწვავი – 1,00 ევროა.

ბელარუსში – A-92 მარკის ბენზინი – 0,72 ევრო, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,76 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,83 ევრო, დიზელის საწვავი – 0,76 ევროა.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინი – 0,84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.26 ევროს; დიზელის საწვავი – 1.18 ევროს შეადგენს;

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…