საქართველოს ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოსა და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად ასახავს ქვეყანაში
მეცნიერების განვითარების დონეს.
წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო მნიშვნელობის
სამეცნიერო სკოლები, რომლებსაც სათავეში ედგნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები
– ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი,
მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი, ილია ვეკუა, ნიკო
მუსხელიშვილი, ვიქტორ კუპრაძე, ივანე ბერიტაშვილი და სხვ. ამ სკოლების
ჩამოყალიბებამ და განვითარებამ თსუ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის
მქონე სამეცნიერო ცენტრად აქცია მრავალი მიმართულებით.
თსუ-ში წარმატებით მიმდინარეობს კვლევები აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე,
დამყარებულია კოლაბორაცია მრავალ სამეცნიერო ჯგუფთან მსოფლიოს წამყვანი
უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან. საერთაშორისო თანამშრომლობის
ფარგლებში განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტელი ფიზიკოსების
მონაწილეობა პროექტში ATLAS-ი, რომელიც სრულდება ბირთვული კვლევების
ევროპულ ცენტრში (CERN, ჟენევა); ასევე პროექტში FAIR (Facility for Antiproton and Ion
Research), რომლის განხორციელებაც დაგეგმილია ქ. დარმშტადის (გერმანია) კვლევათა
ცენტრის ბაზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტი ATLAS-ი არის კაცობრიობის
ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და ძვირადღირებული ექსპერიმენტი, რომლის
შედეგებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროს წარმოქმნისა და აგებულების
შესახებ ცოდნის სრულყოფისათვის.
 
თსუ-ს მაღალ სამეცნიერო პოტენციალზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ფუნდამენტურ
მეცნიერებაში მომუშავე უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული მსოფლიოს
წარმატებული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების აღიარებული პროფესორია.
თსუ ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა როგორც
საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში, რომელიც თაიმსის მსოფლიოს
უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings)
მსოფლიო 1000 უნივერსიტეტის ჩამონათვალშია.
საქართველოს ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მიზანია, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს სხვა კვლევით
ინსტიტუტებსა და ცენტრებს ევროპასა და მსოფლიოში. თავისი საუკუნოვანი
არსებობის განმავლობაში მიღწეული მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად თსუ
ესწრაფვის, იყოს საუკეთესო როგორც კვლევებში, ასევე, განათლების სფეროშიც.
თსუ მკვლევართა მიერ ყოველწლიურად საშუალოდ ქვეყნდება 450-550 სამეცნიერო
ნაშრომი (SCOPUS და WoS პლატფორმების მიხედვით). დაწვრილებითი ინფორმაცია
და სტატისტიკური მონაცემები ხელმისაწვდომია  ანგარიშების  განყოფილებაში.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადატანისთვის ₾7 მლნ გამოიყოფა

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადატანისთვის ₾7 მლნ…

თბილისის ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადასატანად და არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკის მოსაწყობად, 2026 წლის თბილისის ბიუჯეტიდან ₾7 მილიონი დაიხარჯება. ამის შესახებ…
მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტისთვის 2026 წელს ₾10 მილიონს გამოყოფს

მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტისთვის 2026 წელს ₾10 მილიონს გამოყოფს

თბილისის მთავრობა სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის პროექტის დასრულებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ დღეს საკრებულოში…
5-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

5-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის ნათქვამი. ამავე განკარგულების თანახმად,…