2026 წლიდან ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის, კერძო უნივერსიტეტებში გრანტი უქმდება
- განათლებასაზოგადოება
- დეკემბერი 4, 2025
- 17
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი 2026 წლიდან იცვლება და 2026 წლიდან ყველა ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის, კერძო უნივერსიტეტებში გრანტი უქმდება – ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს პრესსამსახურში bm.ge-ს დაუდასტურეს.
იქამდე, „რუსთავი 2“-ის ეთერში “ოცნების” მთავრობაში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თქვა, რომ მომავალი წლიდან პირველკურსელებისთვის სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება აღარ იმოქმედებს და „ვინც ჩააბარებს, მათთვის სწავლა ფაქტობრივად უფასო გახდება“. რეფორმის ეს ნაწილი მომავალი წლიდან ამოქმედდება.
“მეორე კურსიდან ზემოთ სტუდენტები ჩვეულებრივად დარჩებიან იმ საგრანტო დაფინანსებაზე. ოღონდ, მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება. როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს.
მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ამ საჭიროებების მიხედვით ჩვენ გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი 3-4 წელიწადი გარდამავალი პერიოდი […] საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან მიმართებით, შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა – ეს იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები გადახდილი და თუკი დამატებითი საჭიროება წარმოიშობა კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევშაი კერძოებთან მიმართებაშიც [იქნება დაფინანსება]”, – განაცხადა მიქანაძე,
განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია “ქართული ოცნების” მთავრობამ 1-ელ დეკემბერს დაამტკიცა. გივი მიქანაძის განმარტებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება.
2025 წლის სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის საფეხურზე 125,612 სტუდენტი სწავლობს, მაგისტრატურის საფეხურზე 57,377, დოქტურანტურის საფეხურზე კი 4810 სტუდენტი.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის საფეხურზე 80,281 სტუდენტი სწავლობს, კერძო უნივერსიტეტებში კი 45,331 სტუდენტი.
ამასთან, 2018 წლიდან მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკრეტულ ფაკულტეტებს სრულად აფინანსებს, შესაბამისად სტუდენტებისთვის, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით აბარებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა არ უწევთ. ამჟამად წარდგენილი ცვლილებით კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა ფაკულტეტის სტუდენტი სრულად დაფინანსდება.
2025 წელს ამ მიმართულებით 12.7 მილიონი ლარი იხარჯება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოცულობები ასეთია:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,524,500.00 ლარი;
ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3,966,750.00 ლარი;
გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000.00 ლარი;
დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,124,000.00 ლარი;
ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967,500.00 ლარი;
ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562,500.00 ლარი;
ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587,250.00 ლარი;
თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659,250.00 ლარი;
ი) სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 207,000.00 ლარი;
კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 225,000.00 ლარი.
რაც შეეხება პროგრამებს, ბრძანების დანართის მიხედვით, უნივერსიტეტების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ასეთია:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქართული ფილოლოგია
- ისტორია
- არქეოლოგია
- ფილოსოფია
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- ეკონომიკა
- სოციალური მუშაობა
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- მშენებლობა
- ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
- არქიტექტურა
- მათემატიკა
- საინჟინრო ფიზიკა
- აგრარული ტექნოლოგიები
- სასურსათო ტექნოლოგია
- სატყეო საქმე
- აგროინჟინერია
- მეცხოველეობა
- აგრონომია
- ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია
- ქიმია
- მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
- სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია
- სამთო და გეოინჟინერია
- საინჟინრო გეოდეზია
- გეოლოგია
- საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა
- მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი
- ბიოსამედიცინო ინჟინერია
- მეტალურგია
- მასალათმცოდნეობა
- მევენახეობა და ენოლოგია
- მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი
- მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა
- ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა
- მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება
- ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია
- გარემოსდაცვითი ინჟინერია
- ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- ტრანსპორტი
- ლოგისტიკა
- საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
- სამოქალაქო ინჟინერია
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა
- მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)
- ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
- სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქართული ენა და ლიტერატურა
- არქეოლოგია
- ისტორია
- მათემატიკა
- ბიოლოგია
- ეკონომიკა
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება)
- ელექტრული ინჟინერია
- მშენებლობა
- აგრონომია
- სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგია და ექსპერტიზა
- ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში
- საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა
- გერმანული ენა და ლიტერატურა
- ფრანგული ენა და ლიტერატურა
- ქიმია
- ეკოლოგია
- გეოგრაფია
- გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია)
- სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა
- საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა
- მოდის დიზაინი
- ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები
- გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია
- სკოლამდელი განათლება
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ისტორია
- ქართული ფილოლოგია
- ინგლისური ფილოლოგია
- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- ეკონომიკა
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- აგრონომია
- ეკოლოგია
- საჯარო მმართველობა
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- ისტორია
- ქართული ფილოლოგია
- ბიოლოგია
- სასურსათო ტექნოლოგია
- აგრონომია
- ეკონომიკა
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ეკონომიკა
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - მშენებლობა
- აგრარული ტექნოლოგიები
- ქართული ფილოლოგია
- ისტორია
- ბიოლოგია
- ქიმია
- ფიზიკა
- მათემატიკა
- სკოლამდელი განათლება
- არქეოლოგია
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მათემატიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- ფიზიკა
- ქართული ფილოლოგია
- არქეოლოგია
- ისტორია
- აფხაზური ფილოლოგია
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- ეკონომიკა
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ისტორია
- ქართული ფილოლოგია
- ინგლისური ფილოლოგია
- საჯარო მმართველობა
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- სკოლამდელი განათლება
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქართული ფილოლოგია
- ინგლისური ფილოლოგია
- ისტორია
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- ბიოლოგია
- ეკონომიკა
- საჯარო მმართველობა
- ინფორმატიკა
წყარო: Bm.ge