თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ – ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე პირველი ავიარეისი Boeing 737-ს ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ საინაუგურაციო ფრენის აღსანიშნავად აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გამართა.
აღნიშნული უკვე ყაზახეთის მეხუთე მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები სრულდება ასევე ალმათის, ასტანის, ატირაუს და აქთაუს მიმართულებით.
ავიაკომპანია Scat Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქთაუს მიმართულებითაც ასრულებს რეისებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანია Boeing 737 და CRJ-12 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს და კვირაში 3-ჯერ დაფრინავს. ასევე, აღნიშნული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
Scat Airlines ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო გადამყვანს შუა აზიასა და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ავიაკომპანია 60 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს და მისი მთავარი ჰაბი სწორედ შინქენთის საერთაშორისო აეროპორტია. შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის
ყაზახეთის სიდიდით მესამე ქალაქია ასტანისა და ალმათის შემდეგ დაქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ჰაბს წარმოადგენს.
ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი…
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო…