2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5 მლრდ აშშ დოლარიდან და 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე (184 მილიონი დოლარი) გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
რეზერვების მატება სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვით იყო განპირობებული. იანვარ-ივლისში სებ-მა 1.3 მილიარდი დოლარი შეიძინა, მათ შორის ყველაზე მეტი 417 მილიონი დოლარი სებ-მა ივლისში შეიძინა, აგვისტოს შესყიდვების დეტალური სტატისტიკა კი 25 სექტემბერს გახდება ცნობილი.
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (786.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 286.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ამჟამად არსებული 5.2 მილიარდი დოლარის რეზერვები არ არის რეზერვების პიკური მოცულობა, რადგანაც საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზე 2023 წლის აგვისტოში იყო და 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის მეორე ნახევარში – განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც სავალუტო რეზერვების 4.1 მილიარდ დოლარამდე კლება განაპირობა. ამის გამო დღის წესრიგში რეზერვების შევსების აუცილებლობა დადგა, 2025 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამურად 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა.
ამასთან, რეზერვების მცირე მოცულობის გათვალისწინებით მისი შევსების საჭიროებაზე არაერთი განცხადება გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელმაც 2024 წელს მიუთითა, რომ მისი მოცულობა ადეკვატურობის ზღვარზე დაბლა იყო.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…