აპრილში ახალი იპოთეკური კრედიტების მოცულობა წლიურად 18%-ით შემცირდა

აპრილში ახალი იპოთეკური კრედიტების მოცულობა წლიურად 18%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3,994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 325.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 18%-ით არის შემცირებული.

2025 წლის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.28 მილიარდი ლარის ახალი იპოთეკური კრედიტები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება კრედიტების რაოდენობას, ის 14,648-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული.

იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ლარის იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი არის 13.26%, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.88 პროცენტული პუნქტით მეტია, შესაბამისად ქვეყანაში იპოთეკური კრედიტები გაძვირებულია.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…